ლექციები და დისკუსიები

2017-11-29
საჯარო ლექცია “ნარკოპოლიტიკის გამოწვევები და დაგეგმილი რეფორმის მიმართულებები,,

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 
ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "ნარკოპოლიტიკის გამოწვევები და დაგეგმილი რეფორმის მიმართულებები” მომხსენებლები: გურამ იმნაძე, დავით ოთიაშვილი, დავით სუბელიანიმოდერატორი: ეკა ლომთათიძერეპრესიული ნარკოპოლიტიკა წლებია წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან წყაროს, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ხდება არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება. მოქმედი პოლიტიკის პირობებში არ კეთდება საკმარისი აქცენტი სამკურნალო-სარეაბილიტაციო და პრევენციულ ღონისძიებებზე. ლექციაზე განხილული იქნება არსებული ნარკოპოლიტიკის გამოწვევები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები, მისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.

ფოტო ალბომის სრულად სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე