ლექციები და დისკუსიები

2017-12-15
საჯარო დისკუსია 2017 წლის 30 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაზე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ

2017 წლის 15 დეკემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით გაიმართა საჯარო დისკუსია 2017 წლის 30 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებაზე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ.
საჯარო დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ღონისძიებაში მონაწილეობედნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის მკვლევარები, კანონმდებლები, პროფესორები და სტუდენტები.საჯარო დოსკუსიის ფორმატს მხარს უჭერს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამა (GIZ)