ლექციები და დისკუსიები

2017-11-13
საჯარო დისკუსია საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩატარდა  საჯარო დისკუსია თემაზე 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებები საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის შესახებ.

საჯარო დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის მკვლევარები, კანონმდებლები, პროფესორები და სტუდენტები.


მოდერატორი - დავით ზედელაშვილი, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე -თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარე.


გიორგი ბათლიძე, BLC საქართველო პარტნიორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;


ვანო გოგელია,PwC საქართველო" იურიდიული სამსახურის უფროსი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი.


 

 

საჯარო დისკუსიის ფორმატს მხარს უჭერს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამა (GIZ).


დისკუსიის ვიდეო მასალა