კონფერენცია

2018-12-11
აკადემიური კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპეტქივა“

2018 წლის 11 დეკემბერს ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპეტქივა". კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა ისტორიულ კონტექსტში განიხილეს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები და სისტემა, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა და პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენცია ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.

სრული ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე